ENGLISH
გადაიყვანეთ ტექსტი »» ოქტეტებში . აიეტ კოლხის მიერ მომხმარებლის შესვლა : რეგისტრაცია
  1. როგორ გადავიყვანო "acadnusx" ფონტით აკრეფილი ტექსტი utf-8 კოდირებაში?
  2. როგორ ვნახო SP (ე.წ. სტანდარტული კოდირებით) ვებ-გვერდი, რომელიც დამზადებულია utf-8 კოდირებაში?
  3. როგორ შევიყვანო ჩემი კოდირება?
ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვაზე? მაშინ მოგვწერეთ:
თქვენი კითხვა:

თქვენი ელ. ფოსტა

როგორ გადავიყვანო "acadnusx" ფონტით აკრეფილი ტექსტი utf-8 კოდირებაში?
პასუხი: შედით განყოფილებაში: "ტექსტის გადაკოდირება". ველში "ტექსტი არის კოდირებაში" აირჩიეთ შესაბამისი კოდირება (ამ შემთხვევაში eng), ველში "გვინდა მივიღოთ კოდირებაში" აირჩიეთ შესაბამისი კოდირება (ამ შემთხვევაში utf8). პირველ ტექსტურ ველში ჩასვით ტექსტი, რომლის გადაკოდირებაც გინდათ. დააჭირეთ გადაყვანის ღილაკს. მეორე ტექსტრ ველში მიიიღებთ გადაკოდირებულ ტექსტს.

როგორ ვნახო SP (ე.წ. სტანდარტული კოდირებით) ვებ-გვერდი, რომელიც დამზადებულია utf-8 კოდირებაში?
პასუხი: გადადით განყოფილებაში: "ვებ-გვერდის გადაკოდირება". "საიდან" ველში აირჩიეთ კოდირება, რომელშიც შესრულებულია ვებ-გვერდი (ამ შემთხვევაში standart), ხოლო "სად" ველში კოდირება რომელშიც თქვენ გსურთ ვებ-გვერდის ნახვა (ამ შემთხვევაში utf8). URL ველში ჩაწერეთ ვებ-გვერდის მისამართი და დააჭირეთ გადაკოდირების ღილაკს.

როგორ შევიყვანო ჩემი კოდირება?
პასუხი:გადადით განყოფილებაში "კოდირებები", კლავიატურა დააყენეთ სასურველი კოდირების რეჟიმში და პირველ ტექსტურ ველში აუკრიფეთ თანმიმდევრობით თქვენ კოდირებაში ზემოთ მითითებული სიმბოლოები.
(მინიშნება: სიმბოლოები როგორც წესი განლაგებულია თქვენ კლავიატურაზე მარზხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით, გაიმეორეთ ორჯერ, მეორედ SHIFT ღილაკით.)
მეორე ტექსტურ ველში აუკრიფეთ ახალი კოდირების დასახელება ლათინური სიმბოლოებით (არ გამოტოვოთ ადგილები, გამიყენეთ მხოლოდ ლათინური ასოები).
მესამე ტექსტურ ველში ჩაწერეთ თქვენი კოდირების განმარტება და დააჭირეთ კოდირების შენახვის ღილაკს. თუ ყველაფერი სწორედ ჩაწერეთ, მაშინ თქვენ კოდირებას დაიმახსოვრებს სისტემა და შემდგომში ყველა მომხმრებელს ექნება საშუალება, რომ ამ კოდირებით ისარგებლოს.

 

Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons License.